ჭყონდიდის მიტროპოლიტმა და სამღვდელოებამ პატრიარქს შენდობა სთხოვა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ და ეპარქიის სამღდველოებამ, ეპარქიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისთვის პატრიარქს შენდობა სთხოვეს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი მიიღო 25 ივნისს მიიღო.

“მისმა უწმინდესობამ  დალოცა ისინი და დასძინა: ,,თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა დარჩეს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატი აჩუქა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share