დეპუტატ თაკო ჩარკვიანის კითხვა პრემიერს:
მგონია, თქვენ რაც იოცნებეთ, ანუ, რაც უნდა გაგეკეთებიათ და არ გააკეტეთ, ქართულმა ოცნებამ, დღეს ერთად მოგვიყევით. როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკა ქვეყანაში, სადაც კორუფცია ჰყვავის და კორუფცია რომ ჰყვავის, ამაზე თქვენი პრემიერები საუბრობენ, ერთი 700 მილიონს ეძებდა, რომლის შესახებ არც გამოძიება ჩატარებულა და ფასადური იყო და მეორე – გახარია საუბრობს, რომ კორუფციაში ლპება ქვეყანა – ის თქვენი პრემიერი იყო.
ხშირად მესმის თქვენი კოლეგებისგან, რომ თქვენ, თურმე, პანდემიის დროს პრემიერი ხართ, არა, ბატონო, თქვენ მანამდეც იყავით პრემიერი. კორუფცია ჰყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა ჩაიძირა, ანაკლიის პროექტი განადგურებულია, ამ დროისთვის. გაძარცვულია ბიუჯეტი და ვინ თქვა, რომ ვინმე რაიმე დახმარებას ელის თქვენგან, ან ვინმეს სჭირდება წყალობა? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ…
თქვენ ხართ ის პრემიერი, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას, მაგრამ თქვენკენ იშვერენ თითს მოქალაქეები და ამბობენ, რომ თქვენ დროს აყვავდა კორუფცია. ამაზე თქვენი ორი პრემიერიც საუბრობს. თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით. და რომ ის ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ.
როდის გამოიძიებთ გაძარცვულ ბიუჯეტს?