“არ ვიცი რას მოვაწერო-სიბრიყვეს, საბჭოურ მენტალიტეტს, თუ რუსეთის პროპაგანდას”….

“ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა და ფიზიკური ძალაც არ შემწევდა, ემოციურზე რომ არ ვილაპარკო, კომპიუტერი ჩამერთო. ჩავრთე და ერთმანეთზე უარესს ამბებს ვუსმენ. არ ვიცი, რას მივაწერო – სიბრიყვეს, გაუნათლებლობას, ჩვენს საბჭოურ მენტალიტეტს, ჩვენს გათახსირებულ და კაგებეს აგენტებით გამოტენილ ეკლესიას თუ რუსეთის პროპაგანდას, რომ გახარიას გამოკითხულთა 8 პროცენტი უჭერს მხარს. იმ გახარიას, რომლის სინდისზეა 20 ივნისის მოვლენები. იმ გახარიას, რომელიც რუსეთიდან მოევლინა საქართველოს და რუსეთის ფალავანია. ან თუნდაც ის, რომ ოცნებას მაინც 32 პროცენტი აპირებს მისცეს ხმა. ესე იგი ჯერ საკმაოდ არ გამოუხრავთ ბიუჯეტი, საკმაოდ არ გადაუთხრიათ და გაუნადგურებიათ ქვეყანა, საკმაოდ არ გაუღატაკებიათ ხალხი. 32 პროცენტი უჭერს მხარს ამ გაზულუქებულ, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ გარეწრებს. მაგრამ სულ ახლახანს ერთი რამ, ერთადერთი რამ გავიგე, რამაც გული გამითბო და იმედი მომცა მიუხედავად ყველაფრისა. ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც დიდიხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს და ძალიან ბევრსაც მიაღწია იმ საქმიანობაში, რომელსაც ეწევა, აპირებს დაბრუნდეს საქართველოში და იბრძოლოს ამ უბედურების წინააღმდეგ. ვიცი, ერთი მერცხალი გაზაფხულს არ მოიყვანს, მაგრამ მე მაინც იმედი ჩამესახა. როგორ მინდა, ბევრი იყოს ასეთი.” დოდონა კიზირია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share