„ნაციონალური მოძრაობის“ ხონის, ვანის, სამტრედიის და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდანტი ნანუკა ჟორჟოლიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მიმართავს.
ჟორჟოლიანი სოფელ მაღლაკის საარჩევნო ოქმების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მას ხმები მოპარეს.
„მაღლაკი არის ჟორჟოლიანების სოფელი. შესაბამისად ცსკ-ოს სამჯერ დასჭირდა ოქმის ჩასწორება შესაბამისად, ყველაზე მეტი ხმა აგვახიეს ჩვენ, შემდეგ პატარა პარტიებს. თამარ ჟვანია – ვაახ, ვინ გადამიკიდე ჯერ არ იცი. მთელ დარჩენილ ცხოვრებას შენ მოგიძღვნი“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
4 ნოემბერს, თბილისის საარჩევნო რამდენიმე ოლქთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია იყო ასევე რეგიონებში.