ეს იყო 8 საათიანი ტანჯვა-წამების დღე მთავრობისთვის – ასე შეაფასა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლა, რომელიც გუშინ, 25 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღე გაგრძელდა.
იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა – ამბობს გოცირიძე და აანონსებს, რომ ორშაბათს, როდესაც გამოსვლები პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ფორმატში განახლდება, მთავრობის კიდევ უფრო მეტი მხილება იქნება.
“ერთადერთი, რაც მათ თავდაცვისთვის დასჭირდათ ბრექიაობა და იქით შედავებაა – ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ვიღაცას დავაპატიმრებთ, ვიღაცას დავსჯით- ვერაფერსაც ვერ იზამენ. დამთავრდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება” – ამბობს რომან გოცირიძე.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია კი დაიხურა. 28 ივნისს გაიხსნება რიგგარშე სესია, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვით, პრეზიდენტმა განკარულება უკვე გამოსცა.
რიგგარეშე სესია პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვითა და მასთან დაკავშირებით დეპუტატების გამოსვლებით, 13:00 საათზე დაიწყება.