გურიის გუბერნატორს თანამდებობა დაატოვებინეს

გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორს,  გიორგი სახოკიას, თანამდებობა დაატოვებინეს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

სახოკია გუშინ თბილისში სასწრაფოდ გამოიძახეს და გადაწყვეტილებაც-მისი შეცვლის შესახებ-იქ აცნობეს.

გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორად მიმდინარე წლის დასაწყისში მაშინდელი პრემიერის გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: