ექსკლუზივი: გურიის გუბერნატორად გიორგი ურუშაძე ინიშნება

როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად  გახდა ცნობილი, გურიის ახალ  გუბერნატორად გიორგი ურუშაძე ინიშნება.

ის “ოცნების” აქტივისტის  ნუგზარ ურუშაძის შვილია.

ურუშაძე  38 წლისაა, მას ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა აქვს დამთავრებული, მუშაობდა შსს-ში და ამჟამად მუშაობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

ცნობისთვის:  გიორგი სახოკია თანამდებობიდან გადააყენეს, როგორც  ცნობილია, ის გახარიას კადრი იყო და “ოცნებამ” წინასაარჩევნოდ მოიშორა.

ამის შესახებ  ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები  საუბრობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share