ტორნადო ჩეხეთში – დაღუპულია 5 ადამიანი

სტიქიური უბედურება ჩეხეთში – ტორნადოსა და ძლიერ სეტყვას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამხრეთ მორავიის რამდენიმე სოფელში. ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ადასტურებენ.

ქალაქ ჰადონინში სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც 45 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 6 კი მძიმე მდგომარეობაში იყო.

ტორნადოს შედეგად ერთ-ერთ სოფელში 100-დან 120-მდე სახლი დაზიანდა, დაზიანებულია მანქანები და ქუჩები.

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩეხეთს ავსტრიისა და სლოვაკეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ეხმარებიან.

ეს ყველაზე ძლიერი შტრომია ცენტრალურ ევროპაში, ხოლო პირველი ტორნადო 2018 წლის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share