ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა “ე.წ. ოპოზიციონერები” უწოდა იმ დეპუტატებს, რომლებმაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ამით მათ მხარი დაუჭირეს “ლეიბორისტული პარტიისთვის” საარჩევნო კომისიის წართმევას.
ნათელაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების გვარები დღეს სპეციალურ დაფაზე ჩამოწერა.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით გუშინ მიიღო.