ჩვენ მივაღწიეთ სტაბილიზაციას, მაგრამ აღმოჩნდა მყიფე – თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი დღეს 2,1- მეათედი პროცენტია. ანუ ჩატარებული 35 928 ტესტიდან დადებითი აღმოჩნდა 754. გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. რეგულაციების შემსუბუქების პირობებში ეპიდემიოლოგები გვირჩევენ რეგულაციების მკაცრად დაცვას.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სტაბილიზაცია მყიფე აღმოჩნდა.

“ჩვენ მივაღწიეთ სტაბილიზაციას, მაგრამ ეს სტაბილიზაცია აღმოჩნდა მყიფე. თავი უნდა შევიკავოთ ისეთი რეგულაციების მოხსნისგან, რომელიც ეკონომიკაზე არ მოქმედებს,”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share