გერმანიაში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

გერმანიაში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

გერმანიაში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. მათ ქვეყნის დატოვება მძიმე სამუშაო პირობების გამო მოუწიათ.

ისინი სამშობლოში გვიან ღამით ჩამოვიდნენ. როგორც ამბობენ, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების საყიდლად ვალის აღებაც მოუწიათ.

მოქალაქეები ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და სამართლებრივ დავას აპირებენ.

მათ უკვე უჩივლეს გერმანელ დასაქმებლებს.

“არაადამიანური პირობები იყო. ყველანაირად დარღვეული იყო ადამიანის უფლებები. პირველივე დღეს დაირღვა უფლებები. კონტრაქტს არ დაემორჩილა დამსაქმებელი. თუ კონტრაქტს არ ეთანხმებოდა, რატომ გაგვიშვა დასაქმების სააგენტომ”. – ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.

“ასეთი კოლონიალური და მონური შრომისთვის არ წავსულვართ”. – ამბობს სხვა.

ფორმულასთან საუბრისას სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველებმა არაერთხელ თქვა, რომ რომ შეუსაბამო პირობებში არიან და მიუხედავად დაპირებისა, მათი მდგომაროება უცვლელია.

მათი თქმით, სააგენტოს წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ “ყველას გულისთვის ვერ ირბენენ და ფერმებს ვერ შეამოწმებენ”.

მძიმე პირობების შესახებ გემანიაში დასაქმებულმა ქართველებმა პირველად 18 მაისს ისაუბრეს.

ისინი ამბობენ, რომ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. დასაქმებულებმა მაშინ ფორმულას უთხრეს, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა. მათივე თქმით, დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ მომხდარა.

მეორე დღეს, 19 მაისს სააგენტომ თქვა, რომ “ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის”.

~
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share