გოგორიშვილი: ცესკომ გასცა განკარგულება, რომ ხმები არსად გადაითვალონ

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა განკარგულება, ხმები არცერთ საარჩევნო უბანზე არ გადაითვალონ. გოგორიშვილის შეფასებით, ის, რაც ახლა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან ხდება, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას დამსახურებაა.

“დღეს საღამოს საოლქო კომისიები იხილავენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესულ საჩივრებს. საჩივრები შესულია ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით, თბილისში მარტო 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზეა მოთხოვნა.

მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის საარჩევნო ოლქის 97-ე უბანზე დემოკრატობანა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკომ გასცა განკარგულება, რომ არსად, არცერთი უბნის გახსნა არ მოხდეს და არაფერი ხელახლა არ გადაითვალოს. ამას აკეთებენ ისეთი უსუსური მიზეზით, როგორიცაა ის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული კონკრეტული მისამართი, პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ არის ბლანკზე და ა.შ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ყუთებში სხვა შედეგია და ოქმებში სხვა”. – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 83
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 73
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 73
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 68
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ