ნათელაშვილი: ყველაზე დიდ გულისტკივილს ე.წ. ოპოზიციის ქცევა იწვევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიების დაფინანსების შეწყვეტას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. მისი თქმით, რადგან მათი პარტია პარლამენტში არ შევიდა, რეჟიმი მის წინააღმდეგ რეპრესიებს აგრძელებს. ნათელაშვილმა ე. წ. ოპოზიციონერებად მოიხსენია ისინი, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მათი სახელები და გვარები გამოაქვეყნა.

“პარლამენტში არშესვლის და დაუმორჩილებლობის პასუხად რეჟიმი აგრძელებს მასიურ რეპრესიებს. მიიღეს კანონი და წაგვართვეს 3700 კომისიის წევრი. ყველაზე დიდ გულისტკივილს იწვევს ე.წ. ოპოზიციის ქცევა,” – აღნიშნა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტულ პარტიას დაფინანსება ჩამოართვეს და პარტიას კომისიის წევრების დანიშვნის უფლება შეეზღუდათ.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share