ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება, – ამის შესახებ ჯანმოს დირექტორმა განაცხადა და ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოში არსებულ უსამართლობაზე ისაუბრა.
ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიმართავს მდიდარ ქვეყნებს, რომ ვაქცინები ღარიბ ქვეყნებსაც გაუნაწილონ.
“მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება.
ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს.”, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
http://www.resonancedaily.com/