“ფორმულას” ინფორმაციით, ცნობილი ჰომოფობი, პრორუსი, მომღერალი, დიჯეი – გია კორკოტაშვილი პოლიტიკაში მოდის.
ის ამბობს, რომ სუფთა ხელებით.
იმასაც ამბობს, რომ არავის ერჩის და მის პოლიტიკურ გუნდში ადგილებს მხოლოდ ღირსეულები დაიკავებენ.
გია კორკოტაშვილის ღირსების კრიტერიუმებში ვინ მოხვდება ჯერ უცნობია. თუმცა, მისი საუბრიდან ნათელია, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ ლექსიკა შეცვლილი აქვს და აღარც მათ ამომრჩევლებს მოიხსენიებს აუგად: “მე როგორ შეიძლება ვაგინო” ნაციონალს”, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი ჰყავს. ან” ოცნებას”? რატომ? კორკოტაშვილს არ შეუცვლია შეფასებები რუსეთის მიმართ, თუმცა საუბრისას ახსენებს სიტყვა” აგრესორს” ” აგრესორია რუსეთი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უფრო მოლაპარაკებებით გავალთ მათთან შედეგზე, ვიდრე ჯაჯგურით”.
ექსპერტებს მისი გაპოლიტიკოსება არასერიოზულად მიაჩნიათ: “მისთვის ერთპროცენტიანი შედეგის დადება, უკვე საოცნებო შედეგი იქნება” – ამბობს გია ნოდია.