ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, ნაშუადღევს ახალი რეკორდი დაამყარა ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ყველაზე მეტი ხმის მიღებაში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აქვეყნებს.
Associated Press-ის თანახმად დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა 14:38 საათისთვის 70,330,000-ზე მეტი ხმა მიიღო. ფედერალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ბაიდენის ხმები, წინა რეკორდის ავტორის, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ხმების რაოდენობას აჭარბებს. 2008 წელს ობამას რეკორდი დაახლოებით, 69 500 000 ხმა იყო. დონალდ ტრამპს, აღნიშნული დროის მონაცემებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხმების საერთო რაოდენობა 67 538 973 იყო.
2020 წლის არჩევნებზე მონაწილეთა სტატისტიკა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დიდი ჩართულობა აქვს ამომრჩეველს 2016 წელთან დაკავშირებით.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ხმები ბოლომდე დათვლილი ჯერ არაა. ბოლო სტატისტიკით ჯო ბაიდენს 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს, კი 214. შეგახსენებთ, სულ მცირე 270 ხმაა საჭირო იმისათვის რომ პრეზიდენტი აირჩეს, რადგან ამას ხმათა საარჩევნო კოლეგია წყვეტს, რომელიც 538 წევრისგან შედგება.