კურორტ ურეკის მაცხოვრებლებმა და გურიის პოლიციის მიერ ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილებაზე მიტანილი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 ადგილობრივი ახლობლებმა ამ წუთებში ურეკი ბათუმი თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სამართლიანობას და ადეკვატურ სასჯელს იტხოვენ მიიჩნევენ რა, რომ 355 პრიმა მუხლის მიყენება დაკავებუილებისადმი არის უსამართლო.
საზოგადოება ხმაური ურეკში | დაკავებულების ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს გამოქვეყნდა: 4 წუთის წინ ხმაურია ამ წუთებში ურეკში, სადაც 13 დაკავებულის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს. სამართალდამცველები გზის გათავისუფლებას ცდილობენ. რასაც აქციის მონაწილეებსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ორმოცზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და მათი დაჭერა უსამართლოა. ცნობისთვის, პოლიციელებს თავს ორი დღის წინ ურეკში დაესხნენ. შსს-მ 13 პირი თავდაპირველად 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც და 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ.