ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა ურეკში მომხდარი ხანძრისას მომხდარი დაპირისპირების შედეგად 13 პირის დაკავების თემას ეხმაურება და ხელისუფლებას შავი ჯიპების ყიდვის ნაცვლად, გამართული სახანძრო მანქანების შეძენისკენ მოუწოდებს:
“ურეკში განვითარებული მოვლენების შესახებ არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, სადაც დღეს 13 პირი იქნა წინასწარ პატიმრობაში მიცემული და შესაბამისად ბევრს ვერაფერს იტყვი, მაგრამ ეს ინციდენტი ურეკში სასტუმროს დაწვის ფაქტს მოყვა, სადაც აღნიშნული პირები სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცუდად მუშაობას აპროტესტებდნენ, რომელსაც მოყვა იქ მდგომი პირების პროტესტიც. ზუსტად ამ მოვლენამდე ორი კვირით უკან, სამი სახლი გრიგოლეთშიც დაიწვა და იქაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯერ დაგვიანებით მოსვლას და მერე გაუმართავ ტექნიკურ საშუალებებს მოყვა პროტესტი. მოგეხსენებათ გრიგოლეთი ორი მუნიციპალიტეტის საზღვარზე მდებარეობს, ლანჩხუთის და ფოთის, როგორც ურეკი ოზურგეთის და ქობულეთის, მაგრამ მდებარეობას რა მნიშვნელობა აქვს ან უშუალოდ მეხანძრე-მეშველები რა შუაშია, როცა თავად ეს სამსახურია სრულიად გაუმართავი.აღნიშული სამსახური შს სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში წაიღო თუ არ ვცდები 2013 წლიდან, წაიღო და მეტი არაფერი. მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ 2012 წელს მერე შსს ამ სამსარუისთვის შლანგი არ უყიდია, სპეცმანქანას ჯვარი წერია. სამაგიეროდ, როგორც კი მოიგო ოცნებამ, პოლიტიკური ნიშნით დაერია თანამშრომლობს.გაუშვეს ხელმძღვანელი და რიგი წლებით გამოცდილი თანამშრომლობი და მოიყვანეს ოცნების აქტივისტები.ამის გაკეთება ნამდვილად არ გასჭირვებიათ ნაცვლად იმისა, რომ ამ სამსახურის ტექნიკურ განახლებაზე ეზრუნათ. დარწმუნებული ვარ ანალოგიური მოხდა ყველა მუნიციპალიტეტში, რადგან მიდგომა და ტენდენცია ყველგან იგვიე იყო და არის.სამაგირეროდ არჩევნებზე კარგად იყენებენ პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულებს და ვის არაერთგულებაშიც ეჭვი შეეპარებათ იმ წუთში კარისკენ მიუთითებენ,როცა მათი იქტივისტები იმდენი ყავთ მიყვანილი სხვადასხვა აიპიებში თანამშრომლობი ერთმანეთს კარგად ვერც ცნობენ. სამწუხაროდ ეს უმნიშვნელოვანესი სამსახურიც, რომლის გამართულ მუშაობაზე კერძო საკუთრება რომ გვერდით გადადო, ადამიანის სიცოცხლეხეა დამოუკიდებელი, პოლიტიკური მიდგომოების და შს სამინისტროს უპასუხისმგებლო მუშაობის მსხვერპლია.
P.S შავი ჯიპების ნაცვლად, თანამედროვე ხანძრის საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები იყიდეთ და ხანძრის ლიკვიდაციაც ეფექტურად მოხდება და პროტესტიც ნაკრები იქნება” – წერს ასკურავა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ურეკში ერთ ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც სახანძროს გაუმართაობის გამო პროტესტს გამოხატავდა. მისი გათავისუფლების მიზნით რამდენიმე ადგილობრივსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 13 პირი დააკავეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ამის გამო დაკავებულების ოჯახის წევრებმა დღეს ურეკში მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.
ისინი პროტესტის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და როგორც თავად აცხადებენ, უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლება არ მოხდება.