ნინო ლომჯარია დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს ჩავა. სავარაუდოდ ომბუდსმენთან ერთად, პანსიონში მეუფე იაკობიც იქნება.

შეგახსენებთ, რომ  სახალხო დამცველს პანსიონის მმართველი მეუფე სპირიდონი არ უშვებდა, თუმცა პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალმა მმართველმა მეუფე იაკობმა 17 ივნისს თქვა, რომ მზად არის ნინო ლომჯარია დაწესებულებაში შეუშვას. მან სახალხო დამცველთან შეხვედრაც გამართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share