საქართველოში ცხელი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 38 გრადუსს გადააჭარბოს.
“მთავარი არხის” ვებგვერდი შეეცადა შეეკრიბა ყველა ის სახალისო მეთოდი, რომელიც ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში გაგრილებაში დაგვეხმარება:
დალიეთ ცხელი ჩაი
ცხელი ჩაით გრილდებიან ისეთ ცხელ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, ირანი და სხვა მუსლიმური ქვეყნები, სადაც ჩაის კულტურაა გავრცელებული. ცხელი ჩაი ოფლდენას იწვევს, რის შემდეგაც სხეული გრილდება.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/teaaa.gif)
ჭამეთ ცხარე საკვები
ცხელი ჩაის მსგავსად, ოფლდენას ცხარე საკვებიც იწვევს. ეს კი ადამიანის ორგანიზმს სიმხურვალისგან ათავისუფლებს და გაგრილების საშუალებას აძლევს.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/eating.gif)
მიიღეთ ცხელი შხაპი
ცხელი ჩაისა და ცხარე საჭმლის მიღების მსგავსად, ორგანიზმს ოფლის გამოყოფაში ცხელი შხაპიც ეხმარება. ჩახუთული აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კი ტემპერატურა არც ისე მაღალი მოგვეჩვენება.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/banaoba.gif)
შექმენით “საკუთარი წვიმა”
ამისათვის საკმარისია სარწყავი მილი, რომლის ერთ ბოლოსაც ონკანს მიუერთებთ, მეორით კი ეზოს მორწყავთ. თუ თქვენ კორპუსში ცხოვრობთ, იგივეს გაკეთება აივანზე შეგიძლიათ.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/shlangi.gif)
იწუწავეთ
ამაში შლანგი, ბოთლები ან წყლის თოფი დაგეხმარებათ.
(დეპუტატების ნაწილი ამ რჩევას თვით საკანონმდებლო ორგანოშიც ითვალისწინებს).
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/vakho-megrel.jpg)
გაყინეთ თეთრეული
სიცხეში დაჭირება თუ გიჭირთ, გაგრილებისათვის საინტერესო რჩევას გვაძლევენ: დაკეცეთ თეთრეული ან პირსახოცი და შედეთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/macivari-tansacmeli.gif)
“ექსპედიცია საყინულეში”
მაცივარს უკავშირდება მომდევნო რჩევაც – საყინულეში თავის შეყოფა აუტანელი სიცხის დროს გაგრილებაში აუცილებლად დაგვეხმარება.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/macivari-tavi.gif)
დავსხდეთ ვენტილატორთან
სიცხეებისგან თავის დაღწევაში ეს მეთოდი ნამდვილად დაგვეხმარება – შეგვიძლია, ვენტილატორის წინ ყინულებიც დავდოთ. გასათვალისწინებელია, რომ ვენტილატორი გამოგვადგება იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35ºC-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35ºC-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ვენტილატორთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ დიდხანს, მასთან ჯდომამ, შესაძლოა, გაგვაციოს კიდეც.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/kata-ventilatori.gif)
სიცხესთან გასამკლავებლად რჩევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც გვაძლევს:
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/sitskhe.gif)
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
- შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32ºC, ხოლო ღამით კი 24ºC-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
- ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
- დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
- თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
- მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/bavshvi-cqali.gif)
https://mtavari.tv/