სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში – დაჭრილია 16 წლის ბიჭი

ოზურგეთში 16 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული.

“პირველებმა” გაარკვია, რომ დაჭრილი ოზურგეთის საავადმყოფოში თანატოლებმა მიიყვანეს, თუმცა სისხლიანი გარჩევის ამბავი დამალეს.  ექიმებს უთხრეს, რომ მათი მეგობარი მოტოციკლიდან გადავარდა.

კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოზარდმა გონება დაკარგა. სხეულზე აღმოჩენილი მძიმე დაზიანებების გამო მედიკოსებმა  პოლიცია გამოიძახეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო 16 წლის ბიჭი ოზურგეთიდან ქუთაისში რეანომობილით წაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზეა.

“ტვ პირველს” წყარო უყვება, რომ გარჩევა ოზურგეთის ერთ-ერთ გარეუბანში მოდა. დაჭრაც ამ ტერიტორიაზე მოხდა.

https://tvpirveli.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share