პრემიერის მოხსენება იმისთვის არ იყო, რომ ოპოზიცია ყოფილიყო კმაყოფილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ პრემიერის გამოსვლა არ ემსახურებოდა იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია კმაყოფილი დარჩენილიყო. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში ყველაფერი საკმაოდ ნათელი იყო.

“პრემიერის მოხსენება იმისთვის არ იყო განკუთვნილი, რომ ოპოზიცია ყოფილიყო კმაყოფილი. მოხსენება არის პარლამენტის მიმართ და მოსახლეობის მიმართ, რომ მოსახლეობამ ნახოს რა განახორციელა მთავრობამ და რა გეგმები აქვს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნათელი იყო ყველაფერი ამ კუთხით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.   

 პრემიერ-მინისტრი ანგარიშით პარლამენტში დღესაც წარდგება. სესია მისი მოხსენებით გაიხსნება. საკანონმდებლო ორგანოში ღარიბაშვილის გამოსვლას მინისტრებიც დაესწრებიან. პრემიერს კომიტეტების, ფრაქციების ფორმატში უპასუხებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: