“სინოფარმის” და “სინოვაკის” ნახევარი მილიონი დოზა კვირის ბოლოს შემოვა, “ფაიზერის” შემოსვლის თარიღი უცნობია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფორმაცია, რომ “სინოფარმი” და “სინოვაკი” ადამიანებს ვერ იცავენ დელტა შტამისგან სრულყოფილი არაა, რადგან მეცნიერებს ამ მხრივ კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ.

ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მასობრივ ვაქცინაციას შემდეგი თვიდან დაიწყებს.

“იმ ვაქცინებით, რომლებიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში, კერძოდ შემდეგ კვირას ჩვენ უკვე გარკვეული მოცულობები გვექნება, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს. […] შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი “სინოფარმი” და ნახევარი მილიონი “სინოვაკი” უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დადასტურებულად იციან თარიღი როდის იქნება საქართველოში “ფაიზერის” მილიონზე მეტი დოზა, თუმცა კონტრაქტის გამო ვერ ასახელებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share