„არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყველამ ძალები უნდა გააერთიანოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„ფაქტია, გაკეთებული და დაგეგმილი საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ და არა ინსინუაციებითა და შეძახილებით, რომელიც პარასკევის განხილვას ახასიათებდა. რა საკვირველია, პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები დღეს არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ და გადავჭრათ არსებული პრობლემები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა.
პარლამენტში პრემიერის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება.