როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი ოზურგეთში დაჭრილი 16 წლის ომარი ( დაჩი) ჯორბენაძე ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ის გუშინ საკუთარი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გამოძიებისთვის ჯეჯ ჯერობით დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა ოზურგეთი- მერიის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
მოზარდი თავდაპირველად ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი ქუთაისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ოჯახის წევრებისთვის უცნობია მოტივი, თუ რის გამო შეიძლებოდა მოზარდი დაეჭრათ.
ნათელა დოლიძე, დაზარალებულის დედა – დაგვირეკეს, ბავშვი მისულა, მამის ნომერი, სახელი და გვარი და თავისი სახელი უთქვამს და გათიშულა. მის მერე მართვის სუნთქვაზეა. მგონი კისრის არეშია დაჭრილი. მე ბავშვი არ მინახეს, არ მანახეს, მგონი საფანტითაა დაჭრილი.
დაჭრილის ბიძა: ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, დადის მოტოციკლით, თავისი მეგობრები და ძმაკაცები ჰყავს. არანაირი კონფლიქტური ბავშვი არ არის. ძაან თბილია, ემოციური არ არის, მოჩხუბარი არ არის. დაუძახეს , გაიყვანენ და როგორც ჩვენ გავიგეთ საავადმყოფოდან. არ ვიცი ვინ გამოიყვანა, არ ვიცი რამდენი იყვნენ, დანარჩენს ალბათ ორგანოებია ჩართული და გაარკვევენ.
დაზარალებულის და, სოფიკო ჯორბენაძე – ოზურგეთში მოხდა ეგ სიტუაცია, არვიცით ვისგანაა დაჭრილი, არა მდგომარეობაა. თვითონ მივიდა პაციენტი კლინიკაში მისი ფეხით. მერე გული წაუვიდა და მართვის სუნთქვაზე გადაიყვანეს, დამძიმდა პაციენტი და აუცილებელი დარჩა , რომ გადმოეყვანათ ქუთაისის კლინიკაში. არვიცით ვინ ესროლა და არვიცით საერთოდ რა მოხდა. ესროლა, არ ესროლა, თუ შმთხვევით მოხდა ეს ყველაფერი.
ქუთაისის კლინიკის ექიმი, ლევან ჭელიძე – შემოსვლისთანავე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკუ-ლაბორატორიული კვ;ლევები, კონსულტირებულ იქნა შსაბამისი სპეციალისტების მიერ. აღენიშნება ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე, რომელმაც გამლოიწვია სასუნთქი გზების დაზიანება და უცხო სხეულების სასუნთქ გზებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ჯერჯერობით მისი მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური.