რას წერდა ფრანგი მოგზაური და მკვლევარი ბარონი დე ბაი, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს იმოგზაურა

ფრანგი მოგზაური და მკვლევარი ბარონი დე ბაი, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს იმოგზაურა, წერდა: ,,…გურიაში იგი (რთველი) მომდინარეობს თითქმის საჰაერო წესით. მართლაც, მაღალი და ტოტებიანი ხეების ძირში დარგული ყურძენი თავის ნებას მიჰყვება, თამამად ადის და იმალება ფოთლებში. მაშასადამე, ყურძენი უნდა მოიკრიფოს ხეების ზემო ნაწილში. ამისთვის ხეებზე ადიან ცილინდრული კალათებით, რომლებიც ტოტებზეა მიმაგრებული ხის დიდი კავით.
რამდენადაც უფრო ბევრია ზემოთ, ყურძნის მტევნები უფრო მსხვილია და ძველი, ვაზის ძირი – არაფერია იმაზე თვალწარმტაცი, ვიდრე ამ ვაზთა გიგანტური ხვეულის ხილვა საუკუნოვანი ხეების ტანის ირგვლივ, როგორც ყურძნის ერთი ხიდან მეორეზე გადასსვლა და ლამაზი ყვავილწნულის შექმნა, რომელთა მტევნები ახლო-ახლოა ჩამოკიდებული.
ვაზი ამ ქვეყანაში ყველა მცენარეთა დედოფალია, ხოლო ღვინო ადამიანისათვის ნამდვილ კულტს წარმოადგენს.
ეს ღვინო შენახულია თიხის უზარმაზარ ჭურჭელში, რომელიც ჩაფლულიაშემოღობილ მიწის ნაკვეთში, სახლის წინ, ხეების ქვეშ, რომელთა სქელი ტოტები მწვანე ტალავერს ქმნის.”
ფოტოების ავტორი ბარონი დე ბაი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share