ქალაქი პალიასტომი – სოდომის და გომორას გურული ანალოგი-ლეგენდა პალიასტომზე

პალიასტომი ფოტო მე-20 საუკუნის დასაწყისი წელი

 

პალიასტომის წარმოშობის შესახებ ოზურგეთის მაზრის მოსახლეობაში შემონახულია შემდეგი თქმულება: ამ ტბის ადგილზე ოდესღაც იყო ქალაქი პალიასტომი.

ქალაქში იყო ეკლესია, რომელშიც ესვენა ანდრია პირველწოდებულის მიერ ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატი.

მიუხედავად ეკელსიის სიწმინდისა ამ ქალაქის მოსახლეობა იმ დონეზე წარიწყმიდა, რომ ეკლესიაში ცხენებით შედიოდნენ. ქალაქის მოსახლეობის სიბილწისაგან ეკლესია, რომ დაეცვა ღმერთმა ეკლესიის კარები ისე დაადაბლა, რომ მასში ცხენზე ამხედრებული შესვლა შეუძლებელი გახდა.

ამის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა ეკლესიაში შესვლამდე ჩამოქვეითდებოდა და ქვეითად მაგრამ ცხენთან ერთად შედიოდა ეკლესიაში.

ღმერთს სურდა, რომ ეკლესიაში ხალხს ცხენები არ შეეყვანა და ქედმოხრილი შესულიყვნენ, ამის გამო კიდევ უფრო დაადაბლა მისი კარები.

ამის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მართალია ცხენებს ეკლესიის გარეთ ტოვებდა, მაგრამ ეკლესიაში შესვლისას ქედს კი არ იხრიდნენ, არამედ ეკელსიის კარებში ჯერ ფეხებს შეყოფდნენ შემდეგ კი მთელი ტანით შეძვრებოდნენ.

ამის შემდეგ ღმერთი დარწმუნდა, რომ ქალაქის მოსახლეობის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება შეუძლებელი იყო და გადაწყვიტა წყალში დაეძირა პალიასტომი.

ქალაქში მხოლოდ ერთმა კაცმა სახელად ქიქომ შეინარჩუნა ღვთისმოსაობა, რომელსაც ძილის დროს ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: – „აიღე ღვთისმშობლის ხატი და წაიღე სოფელ შემოქმედში, რადგანაც ქალაქი პალიასტომი უნდა დაიქცეს“. ქიქო დაუყოვნებლად შეჯდა ცხენზე, წინ დაიდო წმინდა ღვთისმშობლის ხატი, უკან კი შემოიჯინა მისთვის საყვარელი და საპატივცემულო ქალი, რომლის გადარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა და ცხენი გააჭენა ღმერთის მიერ მითითებული ადგილისაკენ. როგორც კი ქიქო პალიასტომიდან გავიდა ღმერთმა ქალაქს ზემოდან ცეცხლი დასცა, ხოლო ქვემოდან წყლის ტალღა მიუშვა და ჩაძირა.

მიჰქრი ქიქო, მიჰქრის მაგრამ წარღვნა ეწევა, როდესაც ცხენის უკანა ფეხებს უკვე წყალი მიწვდა ქიქოს გამოეცხადა ღმერთი და უთხრა: – „დატოვე ქალი და გადარჩები, თუ არ დატოვებ დაიღუპები“ ქიქომ დატოვა ქალი და წარღვნაც შეჩერდა.

ქიქო მივიდა შემოქმედში, სამი თვის შემდეგ კი ძილში გამოეცხადა ღმერთი, რომელმაც უთხრა: – „აიღე ხატი და წადი ბახვში“. მაშინ ქიქო გადასახლდა ბახვში და თან წაიღო წმინდა ღვთისმშობლის ხატი.“

P.S. – ლეგენდა პალიასტომზე გამოქვეყნდა 1892 წელს გამოცემული კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებულში.

ამავე კრებულის ადრინდელ გამოცემაში 1881 წელს გამოქვეყნდა ნ. შაფრანოვის ნაშრომი „როგორ წარმოიშვა პალიასტომი და მდინარე კაპარჭინა“, ამ ნაშრომში შაფრანოვი წერს: „ვიწრო ნახევარკუნძული მალთაყვის ზღვაში გასასვლელად ხელოვნურად გათხრას ადასტურების მალთაყვაში მოლის (არამგონია დასახელება ტყულილად ემთხვეოდეს ერთმანეთს, მოლი – ზღვის ტალღებისგან პორტის დასაცავი კედელი) არსებობა, რომელიც ამ დროისათვის ტორფითაა დაფარული. ქვებისაგან აგებული ეს ნაგებობა მდებარეობს 3/4 ვერსტზე ვიწრო ნახევარკუნძულიდან, რომელიც გამოყოფს ჭაობს ზღვისაგან. 8.5 არშინის სიღმიდან წლის ზედაპირამდე ჩანს ამ მოლის ნაწილი ერთი კვადრატული არშინის სიდიდისა, მაგრამ 1-2 არშინზე წყლისა და ტორფის სიღრმეში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია შეგროვებული ქვების ნახვა 30 საჟენის სიგრძეზე, რომლის სიგანე არის 5 საჟენი.

ადგილობრივები მას ეძახიან ქალაქის ეკლესიას, რომელიც ქალაქთან ერთად ღმერთმა მოსახლეობის ცოდვებისათვის გამო მიწის გაპობით ამოსულ წყალში ჩაძირა.

სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილზე იცლებოდა დიდი ხომალდებით ჩამოტანილი საქონელი, რომელსაც გადაზიდავდნენ პატარა ნავებით დაბალწყლიან სანაპიროზე. მალთაყვისა და სუფსის შესართავთან სავარაუდოდ იყო სავაჭრო ქალაქი.

რომელ წლებში არსებობდა ძველი ქალაქი, რომლის მოსახლეობა აშენებდა მოლებსა და არხებს ძნელი სათქმელია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 8 არშინის სიმაღლის ტორფით ამ ადგილის დაფარვითასთვის საკმარის არ არის ერც ერთი და არც ორი ათასწლეული.“

შაფრანოვის აზრით ეს ქალაქი იყო მილეტის კოლონია – ქალაქი ფაზისი.

 

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share