„ნაციონალური მოძრაობა” არც შარლ მიშელის დოკუმენტით და არც რეგლამენტით გათვალისწინებულ თანამდებობებს არ მიიღებს – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და „გირჩის” დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
„შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად არსებულ თანამდებობებზე, შემოსვლისთანავე აღვნიშნეთ, რომ არც ერთ თანამდებობას არ დავიკავებდით, შესაბამისად, არ დაგვიკავებია. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ჯერ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ სარგებლობს ვერანაირი პრივილეგიით, ვერც ფინანსური, ვერც ავტომობილით. ეს არის ფორმალური თანამდებობა. ამის მიუხედავად, რომ ეს ფორმალურია და მესამე მოადგილეს რაიმე პრივილეგია არ გააჩნია, ჩვენ კომიტეტებს მივმართეთ ფორმალურად, რადგან ეს ფრაქციის ვალდებულება იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე და როგორც კი ჩატარდება სხდომები, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.
კოლეგები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენ გვლანძღავდნენ, იმის გამო რო პარლამენტში შესასვლელიაო ვიძახდით ახლა თანამდებობებს ითხოვენ – დაწერა იაგო ხვიჩიამ ფეისბუქზე და დოკუმენტი გამოაქვეყნა.