ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფაქტი, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან არის ტყუილი.
აღნიშნულის შესახებ ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ხშირად არის სპეკულაცია სოციალური თემებით და განსაკუთრებით ბავშვებით – „ბავშვები შიმშილით იღუპებიანო“. ეს აბსოლუტური ტყულია! საბედნიეროდ, მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და ბავშვთა სიღარიბის ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემისა, ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ბავშვთა აბოსლუტური სიღარიბის დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირებადია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელს კოვიდ–პანდემიის ფონზე სიღარიბე 2%–ით გაზარდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, 2012 წელს საქართველოში სიღარიბე 37%–ზე მეტი იყო, ხოლო 2019 წელს – 25%–ზე ნაკლები.