კორონავირუსის გამო, ბელგიამ საქართველოს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას საზღვარი ჩაუკეტა

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო, ბელგიამ 24 ქვეყნას და მათ შორის საქართველოს საზღვარი ჩაუკეტა. სიაში, ასევე, მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები, რომლებსაც ბელგია ძალზე მაღალი რისკის ზონად მიიჩნევს: დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბოლივია, ბოტსვანა, ჩილე, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ესვატინი და სხვები.

“მე არ მიხარია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ იმისგან, რაც ამ ქვეყნებში ხდება”, — თქვა ჯანდაცვის მინისტრმა აკრძალვის გამოცხადებისას.

აპრილის ბოლოს ბელგიამ დააწესა შესვლის აკრძალვა ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულ მოგზაურებზე.

https://on.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: