დავრწმუნდი, რომ გულწრფელად გძულთ ენმ-ელისაშვილი ღარიბაშვილს

“იმ დღეს გიყურებდით და დავრწმუნდი, იმიტომ, რომ მანამდე გადევნებდით ხოლმე ეთერებიდან თვალყურს და მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ ნაციონალური მოძრაობა. ეს დასკვნა გამოვიტანე. სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეების ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, პარტია მოქალაქეების და ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ გვძულდეს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის და არც სიძულვილისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის. იმ დღეს პირველ რიგში, ჩემი აზრით, თქვენი ბრალი იყო, რადგან თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და პრემიერმინისტრი, ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ რაღაცა სიძულვილის პინგ-პონგს და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებს, მათზე საუბარს”. – მიმართა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: