„ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი, პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნატო ჩხეიძე მთავრობის წევრთა განცხადებას, რომ ოპოზიციის აქციები ლარს აუფასურებს და ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:
„ოპოზიციამ დათესა მოწამლული სიმინდიო- ჯერ არ უთქვამთ? არადა, როგორ ჰგვანან პირველი თაობის ბოლშევიკებს…“-წერს ჩხეიძე.