არჩევნების გაყალბების მზაკვირობა მზადდება – არმაზ ახვლედიანი

,,ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გეგმას ამზადებს” – ამის შესახებ ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არმაზ ახვლედიანი მოუწოდებს საქართველოს პრემიერს, ხელი აიღოს ამ მზაკვრული განზრახვისგან, რადგან ეს ქვეყნის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

“მე გისურვებთ, წლების შემდეგ როცა თანამდებობაზე არ იქნებით, არ გაწევდეთ უხერხულობის ტვირთი, გადაწყვეტილების გამო, რომ მიგიღიათ და მიიღებთ. 

მზადდება მზაკვრობა საქართველოში მომდევნო არჩევნების გაყალბების კუთხით, რომ დამკვიდრდეთ, იყოთ და იყოთ. 

ჩემი სურვილია, ახლა გავიაზროთ და ავიღოთ ხელი ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებისგან, ფიქრისგანაც კი, რადგან თუ თქვენს ინტერესებს გადააყოლებთ საქართველოს, ვშიშობ, ეს ქვეყნისთვის ტრაგიკულად დასრულდეს, მაგრამ მე არ გისურვებთ, ბატონო პრემიერო, რომ თქვენთვისაც აგრეთვე დასრულდეს”.- განაცხადა დღეს არმაზ ახვლედიანმა. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share