“მოსამართლეები ახლა თავიანთ ქონებას იცავენ, იმ სიმდიდრეს, რისი შოვნის საშუალებაც მათ მისცა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მზადდება სანქციები იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც უხეშად არღვევენ კანონის უზენაეს პრინციპებს-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტვ “პირველთან” საუბრისას. პრემიერის მიერ დღეს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, სასამართლო პროკურატურას იყო დაქვემდებარებული და მათ დაკვეთებს ასრულებდა, სააკაშვილი ასე აფასებს: “ახლა აღარც სასამართლოა და აღარც პროკურატურა. ყველა სტრუქტურა არის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ხიხოს დაქვემდებარებაში და ისინი ასრულებენ მის დაკვეთებს. თქვენ მიერ შეტყობინების გაგზავნის დრო: დღეს, 21:47-ზე ჩვენს დროს, არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, არც ერთი პარლამენტის წევრი არ გასამართლებულა. მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ დგებოდა კონკრეტული განაჩენები, ვინც ქრთამის აღებაში იყვნენ ბრალდებულები. ეს არის სიმართლე და თუ ვინმეს აწყობს ისევ ცოცხებზე და ათას სისულელეზე საუბარი, ისაუვროს კი ბატონო”-განაცხადა სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში.