“რა ვენახების გაჩეხვა? ვის დროს აღორძინდა ქართული ღვინო, რომ მთელს მსოფლიოში გაგვეტანა..რაზე მელაპარაკებიან საერთოდ? ეს კაცი და მისი პირადი უფროსი არ არიან, ვინც 9 თვის ბავშვი, ბარბარე რაფალიანცი ჩაახრჩვეს ქვევრში? ბავშვის მკვლელები გველაპარაკებიან ჩვენ? მართლა ხომ არ ბნელა? და თუ ვინმეს არ უნდა ამის გახსენება, კიოდე ხუთიათასჯერ შევახსენებ. რა ვენახის აჩეხვა? ჩვენი გაშენებული ვენახის ჯიშები ახლა მაგათ არა აქვთ მონოპოლიზებული? ჩვეულებრივი გველეშაპივით რომ აზის ზედ? თელავში აქვს მის ძმას, დაუბანელ ადიკოს ყველაფერი მიტაცებული ეს ვენახის ჯიშები. საქართველოს აქვს 800 ენდემური ჯიში და აქედან 700-ზე მეტს მალავენ”-ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებიოთ, რომ მათი მმართველობის დროს ხალხმა ვაზის გაჩეხვა დაიწყო.