პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან დღეს პარლამენტში გააკეთა და აღნიშნა, რომ ‘ნაციონალების” დროს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის არაფერი არ გაკეთებულა, მიხეილ სააკაშვილი ტვ ‘ოპირველის” ეთერში პასუხობს: “თქვენ ესაუბრებით მიხეილ სააკაშვილს… მე მაქვს ისტორიული როლი ნათამაშები ევროპის ისტორიაში. შვედეთის და პოლონეთის საგარეო მინიოსტრებთან ერთად, ვარ ერთ ერთი ინიციატორი აღმოსავლეთის პარტნიორონის შექმნის. ჩვენს დროს მთლიანად ჩაეყარა საფიძველი და მოეწერა ხელი უვიზო მიმოსვლის საკითხს და ამას ძალიან ვნანობ, რადგან ეს ყველაფერი ამათმა გამოიყენეს იმისთვის, რომ ქართველებისგან დაცალონ საქართველო და მონებივით ამუშაონ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში. მარწყვის მკრეფავებად და ტალახში ამოსაგანგლად. მე ქართველი არც გერმანელის მონად მინდა და არც არავის. როდესაც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება ევროპარლამენტმა მიმიწვია გასამართლებული, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, ევროპარლამენტარებმა მათ გვერდით დამსვეს, იმ ხელისუფლების გვერდით, რომელმაც არც მომესალმა და გამასამართლა და როცა დარბაზში ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ყველა ფეხზე წამოდგა და ისე მიკრავდნენ ტაშს. ევროპარლამენტარებზე გეუბნებით და მე არ გამიკეთებია არაფერი ამ ანტუანის გადმოსახედიდან”?-განაცხადა სააკაშვილმა