ლანჩხუთელი გოგონების კიდევ ერთი დიდი წარმატება

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო იოლად _ გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ამჯერად „გორი იუნაიტედი“ გაანადგურა _ 10:2.

ხუთი გოლი გურულთა ლიდერმა და მთავამეგოლე ხატია ჭყონიამ გაიტანა, ჰეთთრიკი თეონა ბაქრაძემ, ხოლო დუბლი ქრისტინე ბაკარანძემ შეასრულეს. საინტერესოა, რომ ბაქრაძემ ჰეთთრიკი 6 წუთში შეასრულა, ხოლო ჭყონიას 5 გოლის გასატანად ერთი ტაიმი და ერთი წუთი ეყო…
28.06.21 ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე

ლანჩხუთი 10:2 გორი იუნაიტედი

1:0, 2:0 ჭყონია (10, 23), 3:0 ბაკარანძე (30), 3:1 პოღოსიანი (33), 4:1, 5:1, 6:1 ჭყონია (35, 43, 46), 7:1 ბაკარანძე (61), 8:1, 9:1, 10:1 ბაქრაძე (71, 72, 76), 10:2 სულაშვილი (80).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share