ნინო ლომჯარიას თქმით, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მშვიდობიანად გავიდეს ქუჩაში და გამოხატოს თავისი სათქმელი.
“საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას ყველა პირს რომ მშვიდობიანი ფორმით გავიდეს ქუჩაში და თქვას თავისი სათქმელი, ანუ ისარგებლოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, როგორც პრაიდს, ასევე კონტრაქციასაც აქვს უფლება გამოხატოს თავისი სათქმელი, ოღონდ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა მშვიდობიანი.
რადგანაც ისმის წინასწარ უკვე გარკვეული ძალადობრივი მოწოდებები, მუქარა, რომ ხელი შეეშლებათ მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებაში, მე ვფიქრობ და მოვუწოდებ პოლიციას გადადგან პრევენციული ნაბიჯები, რომ იმ დღეს ძალადობის ყოველი გამოვლინება იყოს აბსოლიტურად დაზღვეული და ყველა მოქალაქემ შეძლოს მშვიდობიანი ფორმით, მშვიდად, უსაფრთხოდ გამოხატვის თავისი პოზიცია”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ “თბილის პრაიდი” არაერთი მუქარის მიუხედავად გეგმების შეცვლას არ აპირებს, ღირსების მარში 5 ივლისსაა დაგეგმილი და მისი სლოგანი “გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.