ქვეყანა მასობრივი იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად ემზადება – ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქვეყანას კვირის ბოლოს, მილიონი დოზა Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინა ექნება.
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოში პანდემიისა და მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, საბჭოს წევრები დახურულ კარს მიღმა ბჭობენ.
რაც შეეხება Astrazeneca-ს მისი შემოტანის საკითხი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, თუმცა სპეციალისეტები ამბობენ, რომ ეს მოხდება რამდენიმე დღეში და ქვეყანა 43 000 დოზა პრეპარატს მიიღებს.