აშშ-ში შექმნეს პირბადე, რომლითაც კოვიდინფიცირების შემთხვევის გამოვლენაა შესაძლებელი

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან შექმნეს დამცავი პირბადე, რომლის დახმარებითაც შესაძლოა დადგინდეს ინფიცირებულია თუ არა ადამიანი კორონავირუსით. ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც MIT-ზე გამოქვეყნდა.

პირბადეს აქვს გადამცემი, რომლის ჩაკერებაც ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ხალათსა და სხვა ტანსაცმელშიცაა შესაძლებელი. გადამცემი სპეციალური სენსორებით ინფიცირების ფაქტს პირბადის გამოყენებიდან საათნახევარში ადგენს. ამ დანადგარის ჩართვა ისეა შესაძლებელი, რომ მონაცემები სხვა ადამიანებისთვის კონფიდენციალური დარჩეს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის გადამცემზე მუშაობა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. მანამდე ეს პირბადე გამოიყენებოდა „ებოლას“ და „ზიკას“ ინფიცირების შემთხვევების დასადგენად. თუმცა პირბადეზე ჩაკერებული გადამცემის მომართვა შესაძლებელია სხვა ვირუსების დასადგენად.

აშშ კოვიდინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირების 33,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 600 000-ზე მეტი ადამიანი.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share