ფსიქოტროპული წამლები თბილისის ერთ-ერთი აფთიაქის სამალავში – დალუქულია 1489 აბი

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

უწყების ინფორმაციით, დადასტურდა, რომ აფთიაქი უკანონო ფსარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებდა და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული.

სააგენტომ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1 489 ერთეული წამალი დალუქა.

დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share