წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Johnson&Johnson-მა ნიუ-იორკის სასმართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. ჯარიმის რაოდენობა $230 მილიონით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი.
გამოცემა წერს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას ბრალი ოპოიდის შემცველი მედიკამენტების წარმოებაში ედებათ.
„Johnson & Johnson-მა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც მედიკამენტებში ოპოიდური ნივთიერება ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა თანხის გადახდაზე, ეს ვერასდროს აანაზღაურებს იმ ზიანს, რაც წამლის გამოყენებით პაციენტებს მიადგათ, რადგან ნაწილი ოპოიდის შემცველ პრეპარატებზე დამოკიდებული გახდა. ეს თანხები გამოყენებული იქნება ოპოიდზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაციისთვის, ასევე მომავალი სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად,”- განაცხადა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა.
გამოცემა წერს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას სარეაბილიტაციო კურსების დაფინანსება მომავალი 9 წლის განმავლობაში მოუწევს.
bm.ge