“ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა ქრება,გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში…”-საბერძნეთში ემიგრანტი გარდაიცვალა

ირმა გელაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება.

შვილებს ენატრებოდი მანანა დეიდა.
აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან რომ გაუფრთხილდონ, არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში…

ნათელში იყოს შენი სული მანანა დეიდა, უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო…

მეგობრებო ვისაც რა საშუალება გაქვთ სიტყვიერი გავლენა და არა ფინანსები, ჩავერიოთ ყველა რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონი მანანას ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს.”

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share