მომღერალი ირმა სოხაძე „მეტრონომთან“ ღირსების მარშის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებები დაიცვას.
“პირადად მე, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აკრძალვების წინააღმდეგი ვარ. როდესაც მსგავსი ადამიანები სხვებს ხელს არ უშლიან, არც სხვებმა უნდა შეუშალონ. ამ ყველაფერში ამხელა პრობლემას ვერ ვხედავ. ზოგადად, ადამიანების სურვილია, რომ თავიანთ უფლებებზე ხმა ამოიღონ და საზოგადოებას გააგებინონ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამაში კი, ვერაფერ განსაკუთრებულს ვხედავ“, – აცხადებს სოხაძე.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ თემის წარმომადგენლები ღირსების მარშს გამართავენ.