ხმაური პარლამენტში – ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა

პროტესტის ნიშნად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომა დატოვეს, სადაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნ 9 კადიდატზე მსჯელობდნენ.

სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა, მმართველი გუნდის ოპონენტებმა პროცესის შეჩერება მოითხოვეს, რასაც კამათი მოჰყვა.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი მოსამართლეთა არჩევის სამუშაო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ისინი ხელისუფლებას, შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share