მხარის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ გურია ისე დატოვა, მის ადგილმონაცვლეს გიორგი ურუშაძეს არც კი დალოდებია.
ამით მან ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვია და მოახდინა იმის დემონსტრირება რომ მისი გათავისუფლებით “მთლად კმაყოფილი” არ არის.
ჯანდაცვის სამინისტროში, რაღაც მრჩევლად დანიშნული სახოკია ექს პრემიერ გიორგი გახარიას კადრია და მისი კარიერაც ამ ეტაპზე, გავრცელევული ინფორმაციით სწორედ ამ უკანასკნელის ოპოზიციაში გადასვლას შეეწირა.
დღეს ოზურგეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე წარადგინეს. ურუშაძე მედიას პრემიერ-მინისტრის აპარატის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა. გიორგი ურუშაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მისთვის გუბერნატორის პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, აპირებს უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებს ეწვიოს, ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეხვდეს და მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნოს.
წარდგენას ექს გუბერნატორი გიორგი სახოკია არ დასწრებია მან დაარღვია ტრადიცია და გურია ისე დატოვა ადგილმონაცვლეს არ დალოდებია