“ვერაფრით ვერ ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ვერ ხვდება რა შედეგზეა გათვლილი “პრაიდი”.

მისივე თქმით, პრაიდის მიზანი თუ ის არის, რომ ადამიანებს არ ეზიზღებოდეთ „ლგბტ“ თემის ხალხი, პირიქით ხდება.

„ვერაფრით ვერ ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა. პრაიდს რომ გამართავ, ამან უფრო მეტი ემპათია გააჩინოს ადამიანებში, სიძულვილი არ იყოს LGBT თემის წინააღმდეგ ხომ? ყოველი პრაიდი პირიქით არის, უფრო აღვივებს სიძულვილს და ამით საშუალებას აძლევს, გამოცოცხლდნენ პრორუსული ძალები“, – განაცხადა ელისაშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share