“მასიურად ხდება საქონლის ქურდობა – ლანჩხუთში შევარდნაძის დრო დაბრუნდა”

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა, ლანჩხუთში გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე წერს და აღნიშნავს, რომ მსგავსი სიხშირით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოპარვის ფაქტები შევარდნაძის დროს ახსენებს:

“გინდა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეთ და გინდა არაპირდაპირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – სხვაგან ნამდვილად არ ვიცი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაბრუნდა შევარდნაძის დრო – თითქმის დღე არ გავა, ლანჩხუთის მოსახლეობამ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არ დაგარკოს. კაცი დილით ძროხას რომ გადადენის თან ლოცვას აყოლებს – ღმერთმა შინ მშვიდობით მოგაბრუნოსო. შეიძლება ითქვას, რომ წვრილფეხა რქოსანების ქურდობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მასიური ხასიათი მიიღო რაც კარგად დავიწყებული პრობლემა იყო წლების განმავლობაში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ შინმოუსვლელი რქოსანების რაოდენობა (ეს ვინც მიმართა და ვინც არ მიმართა კიდევ სხვაა) და თავად დარწმუნდებით ამ ინფორმაციის ნამდვილობაში! პ.ს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითაგება, ეტყობა დაბლოკილი ვყავარ” -წერს ასკურავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share