აკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის 23:00 საათიდან გაუქმდება.
გადაადგილებაზე შეზღუდვა თითქმის 8 თვე, უფრო ზუსტად კი, 230 დღე მოქმედებდა.
“ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა. ამას კი, მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებდა. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.