ჯეიმს აპატურაი – სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია. ის საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა.
სახელმწიფო უწყებებს ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა ცნობილია, რომ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს 3 დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. მიზანი კი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და რეფორმების ხელშეწყობაა.
შეხვდება თუ არა ჯეიმს აპატურაი ოპოზიციას უცნობია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში – საქართველოში ეს ჯეიმს აპატურაის ბოლო ვიზიტი იქნება.